პირადი მოძრაობის სრული რეპორტი

პირადი მოძრაობის სრულ რეპორტში თანამშრომელს შეუძლია ნახოს ინდივიდუალურად მისი მოძრაობები, მოფილტრულ პერიოდსა და ორგანიზაციაზე საკუთარი შემოსვლების და გასვლების ისტორია, დაგვიანებული წუთების რაოდენობა შესაბამის დროის შუალედში - სამუშაოს დაწყებიდან შესვენების დასაწყისამდე, შესვენების დასასრულიდან სამუშაოს - დასასრულამდე. ასევე, დღის ჭრილში თუ არის დარეგისტრირებული და დადასტურებული - რაიმე აპლიკაცია.

ფილტრები

პირადი მოძრაობის სრულ რეპორტში შეგიძლიათ თარიღის და ორგანიზაციის მოფილტვრა, იმ შემთხვევისთვის, თუ სხვადასხვა ორგანიზაციაზეა დანიშნული თანამშრომელი.

ველები

რეპორტის გრიდზე გამოტანილია შემდეგი ველები:

  • მოქმედება - რა მოქმედება შეასრულა თანამშრომელმა, შემოსვლა თუ გასვლა, ასევე ჩანს გრაფიკის მანიშნებლები - სამუშაოს დასაწყისი, შესვენების დასაწყისი, შესვენების დასასრული და სამუშაოს დასასრული;
  • დრო - როდის განხორციელდა მოქმედება, მითითებულია საათობრივი მონაცემი წამების სიზუსტით;
  • დაგვიანების წუთები - დაგვიანებული წუთების რაოდენობა მოქმედების ჭრილში;
  • თანამშრომლის კომენტარი/მიზეზი - ველში მოდის თანამშრომლის მიერ გაკეთებული დაგვიანების კომენტარი;
  • ხელმძღვანელის გადაწყვეტილება - რა გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელმა დაგვიანების კომენტარის შესახებ - საპატიოა თუ არასაპატიო დაგვიანება;

img_34.png

დაუთვალა დაგვიანებები:

  • სამუშაოს დაწყებიდან - შესვენების დაწყებამდე 210 წუთი;
  • შესვენების დაწყებიდან - შესვენების დასრულებამდე 60 წუთი; (ამ შემთხვევაში თანამშრომელს აქვს შესვენება 13:00-15:00 საათამდე ნებისმიერი 1 საათი; შესაბამისად აღნიშნულ 2 საათიან პერიოდში 60 წუთი შესვენების გამოაკლდა საპატიოდ, ხოლო დარჩენილი 60 წუთი ჩათვლილია დაგვიანებად, რომელზეც თანამშრომელს შეუძლია კომენტარის გაკეთება, რომ საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩაითვალოს);
  • შესვენების დასრულებიდან - სამუშაოს დასრულებამდე 210 წუთი;

img_35.png

აღნიშნული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამშრომელი (გიორგი პეტრიაშვილი) 20.06.2023-ში აღირიცხა დროულად და შესაბამისად ამ დღეზე დაგვიანება არ უფიქსირდება.

img_36.png

აღნიშნული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამშრომელი (გიორგი პეტრიაშვილი) 19.06.2023-ში აღირიცხა დაგვიანებით.

სამუშაო უნდა დაეწყო 09:30-ზე და თანამშრომელი დაფიქსირდა 09:45 წუთზე, შესაბამისად სისტემამ დაუთვალა მას 15 წუთიანი დაგვიანება; ანალოგიურიად, სამუშაო გრაფიკით უნდა დაესრულებინა 18:30-ზე და თანამშრომელმა გასვლა დააფიქსირა 18:13-ზე, შესაბამისად სისტემამ დაუთვალა სამუშაო დროის გაცდენა 17 წუთით.

(!) სისტემისთვის სამუშაოს დასაწყისთან შედარებით გვიან შემოსვლა და სამუშაოს დასასრულთან შედარებით ადრე გასვლა, ორივე ითვლება სამუშაო დროის გაცდენად, რაც დაგვიანების წუთების სახით ითვლება სისტემაში.