დოკუმენტის გაცნობის დავალებები
დოკუმენტების მართვის ფუნქციონალი მოიცავს, დოკუმენტების ატვირთვას, თანამშრომლებისთვის გაცნობას, შესაბამის რეპორტინგს, დოკუმენტების შაბლონებისა და გენერირების ფუნქციონალს.
დოკუმენტების მართვის ფუნქციონალი შედგება შემდეგი ველებისგან:
- დოკუმენტებიც გაცნობისა და დადასტურების ფუნქციონალი
- ჩემი დოკუმენტები
- ჩემი ფაილები
დოკუმენტის გაცნობის დავალებები
დოკუმენტის გაცნობის დავალებების გვერდზე ჩანს თანამშრომელთან გაგზავნილი დავალებები გასაცნობად და დასადასტურებლად. თანამშრომელს შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს დოკუმენტი.
აღნიშნულ გვერდზე თანამშრომელს უჩანს მასთან გასაცნობად/დასადასტურებლად გაგზავნილი დოკუმენტები. პროფილის გვერდზე გასაცნობი დოკუმენტების ბლოკზე დაკლიკებით ვხვდებით იმავე გვერდზე.
დოკუმენტის ნახვის ღილაკზე დაკლიკებით გადავდივართ დოკუმენტის გაცნობის გვერდზე, სადაც დაგვხვდება დოკუმენტი, დოკუმენტის ინფორმაცია, ლოგები და კომენტარის გაკეთების ველი:
არსებობს დოკუმენტის გაცნობა/დადასტურების 2 ტიპი:
- თუ დადასტურების ტიპში მითითებულია დადასტურება/გაცნობა ფაილის გახსნით, დოკუმენტის ბოლომდე ჩამოსქროლვის გარეშე შესაშლებელია გავეცანი და ვეთანხმები ღილაკის მონიშვნა
- თუ დადასტურების ტიპში მონიშნულია დადასტურება SMS ვერიფიკაციით / გაცნობა ფაილის ბოლომდე ჩამოშლით, თანამშრომელი ვერ შეძლებს გავეცანი და ვეთანხმები ღილაკით სარგებლობას ვიდრე სრულად არ ჩამოსქროლავს მისთვის ატვირთულ დოკუმენტს.
მას შემდეგ რაც თანამშრომელი გაეცნობა დოკუმენტს, უნდა მონიშნოს „გავეცანი და ვეთანხმები“ ველი, დააკლიკოს ღილაკზე „კოდის გაგზავნა“, მობილურის ნომერზე მიუვა კოდი, რომელიც უნდა ჩაწეროს ველში ,,შეიყვანეთ კოდი" ველში დაფიქსირებით შეძლებს დადასტურების ღილაკზე დაკლიკებას და შესაბამისად დოკუმენტის გაცნობის დადასტურებას.
იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელი არ ეთანხმება მასზე გაზიარებულ დოკუმენტს, მას აქვს დოკუმენტის უარყოფის საშუალება, უარყოფის ღილაკზე დაკლიკებით.
უარყოფის ღილაკზე დაკლიკებით თანამშრომელი გადადის კომენტარის დაწერის ველში, სადაც უთითებს მიზეზს, თუ რატომ არ ეთანხმება მისთვის გაზიარებულ დოკუმენტს.
გასაცნობი დოკუმენტები ასევე გამოდის მთავარ გვერდზე, რასაც გადავყავართ დოკუმენტის გაცნობის დავალებების გვერდზე.