ჩემი ფაილები
,,ჩემი ფაილების“ გვერდის საშუალებით შესაძლებელია ელექტრონულად სხვადასხვა ტიპის ფაილის ატვირთვა, რედაქტირება, შეცვლა და წაშლა. ახალი ფაილის ასატვირთად ვაკლიკებთ ,,ახალი ფაილის ატვირთვას“, სადაც დასაშვებია მხოლოდ დოკუმენტის ( pdf, docx, xlsx), სურათის (jpg, jpeg, png) ან არქივის (zip, rar) ფოტმატის ფაილის ატვირთვა! ფაილების გვერდზე ატვირთული ფაილები, შესაძლებელია გამოიყენოთ ნებისმიერ სხვა გვერდზე.
,,ჩემი ფაილების‘’ გვერდზე გვიჩანს მხოლოდ ის ფაილი, რომელსაც თვითონ თანამშრომელი ატვირთავს.
ფაილის ატვირთვის შემდეგ გადავდივართ ,,ატვირთვა რედაქტირების” გვერდზე, სადაც ,,შენახვა & დახურვა“ ღილაკზე დაკლიკებით ვინახავთ ფაილს.
რედაქტირების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ დასახელების და აღწერის შეცვლა, ხოლო შეცვლის ღილაკზე დაკლიკების შემთხვევაში შესაძლებელია, დოკუმენტის შეცვლა.