ამოუცნობი ბარათების რეპორტი
ბარათებით აღრიცხვისას აღნიშნულ რეპორტში შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია იმ ბარათების დაფიქსირების შესახებ, რომლებიც არ არის მიბმული კონკრეტულ თანამშრომელზე. სინქრონიზაციების შემთხვევაში, აქ შეგიძლიათ ნახოთ რა ფორმატით კითხულობს Self-ის სისტემა თქვენს ბარათებს.
ფილტრები
ამოუცნობი ბარათების რეპორტი გაძლევთ კონკრეტული პერიოდის მოფილტვრის საშუალებას.
ველები
ამოუცნობი ბარათები მოდის შემდეგი ველების სახით:
- ბარათის ნომერი - დაფიქსირებული ბარათის ნომერი;
- თარიღი - როდის დააფიქსირეს კონკრეტული ბარათი - თარიღი და ზუსტი დრო;
- მოწყობილობის ბარათის მფლობელი - სინქრონიზაციის რიგ შემთხვევებში წამკითხველის სისტემაში ჩაწერილი თანამშრომლის მონაცემები მოგვაქვს სისტემაში ამ ველში;
- მოწყობილობის კოდი - თითოეულ მოწყობილობას აქვს თავისი უნიკალური კოდი ჩვენს სისტემაში, რომელიც საჭიროა კარის გაწერის დროს;
- სისტემის თანამშრომელი - ვის სახელზეა გაწერილი ბარათი ჩვენს სისტემაში;
- სისტემის კარი - რა სახელწოდების კარით არის გაწერილი წამკითხველი სისტემაში;
- სისტემის კარის ტიპი - შესვლის, გასვლის თუ შესვლა/გასვლის კარია სადაც ბარათი დაფიქსირდა;