დაგვიანების კომენტარების რეპორტი
დაგვიანების კომენტარების რეპორტში ჩანს თანამშრომლების მიერ გაკეთებული კომენტარები საკუთარ დაგვიანებაზე თარიღის და წუთების რაოდენობის მითითებით და ხელმძღვანელის გადაწყვეტილება - საპატიოა თუ არასაპატიო კონკრეტული დაგვიანება.
admin წვდომის გამორთვის შემთხვევაში ხელმძღვანელები ხედავენ მხოლოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს.
ფილტრები
დაგვიანების კომენტარების რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:
- სახელი;
- გვარი;
- თარიღები;
- ორგანიზაცია;
- სტრუქტურული ერთეული;
ველები
დაგვიანების კომენტარების რეპორტში მოდის შემდეგი ველები:
- მოქმედება - დაფიქსირებული შემოსვლა, შესვენების დასაწყისი და სამუშაოს დასასრული;
- დრო - მოქმედების განხორციელების დრო წამების სიზუსტით;
- დაგვიანების წუთები - მოქმედების დაფიქსირებამდე დასეტილი დაგვიანებული წუთების რაოდენობა;
- თანამშრომლის კომენტარი/მიზეზი - თანამშრომლის მიერ დაწერილი დაგვიანების კომენტარი;
- ხელმძღვანელის გადაწყვეტილება - საპატიოა თუ არასაპატიო თანამშრომლის კომენტარი;
- ხელმძღვანელი - რომელმა ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება;