თანამშრომლის გასვლის რეგისტრაცია
იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელს სამუშაო პერიოდში უწევს ოფისის გარეთ ყოფნა (მაგ: შეხვედრაზე წასვლა) ხელმძღვანელს შეუძლია დაურეგისტრიროს სამსახურებრივი გასვლა.
სამსახურებრივი გასვლის განაცხადი უნდა შეიქმნას წინასწარ და დადასტურდეს დროულად.
სამსახურებივი გასვლის ფუნქციონალზე დაკლიკებით ხელმძღვანელს უჩანს შემდეგი ველები:
- პირადი გასვლის რეგისტრაცია
- პირადი გასვლის ისტორია
- თანამშრომლის გასვლის რეგისტრაცია
- თანამშრომლის გასვლის განაცხადები
რეგისტრაციისთვის ავსებთ შემდეგ ველებს:
- თანამშრომელი-აირჩიეთ დაქვემდებარებულ თანამშრომელი
- თარიღი- აირჩიეთ მიმდინარე ან მომავალ თარიღი
- აირჩიეთ საორიენტაციო საათები, თუ როდის გადის და რომელი საათის ჩათვლით იქნება თანამშრომელი ოფისიდან გასული
- მიუთითეთ მიზეზი, თუ რატომ არეგისტრირებთ სამსახურებრივ გასვლას
- მანქანის მოთხოვნა,მანქანით/მანქანის გარეშე- მანქანით მონიშვნის შემთხვევაში შეიქმნება ავტოპარკის განაცხადი.
- მანქანის მოთხოვნის კომენტარი
- გასცლის ტიპი -ასარჩევი ველი, სადაც ვირჩევთ წინასწარ შექმნილ გასვლის ტიპს (სისტემის პარამეტრები-> გასვლის ტიპი)
ამის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ ისტორიის გვერდზე, სადაც შეძლებთ თანამშრომელს დაუდასტუროთ აღნიშნული განაცხადი. განაცხადის დადასტურების შემდგომ, აღნიშნულ თანამშრომელს მიუვა SMS შეტყობინება, რომ მისი სამსახურებრივი გასვლა დამტკიცებულია.
(!) განაცხადის წარსული თარიღით რეგისტრაცია შეულებელია