თანამშრომლის განაცხადის რეგისტრაცია
თანამშრომელს შეუძლია სისტემიდან დაარეგისტრიროს შვებულების განაცხადი, რომელიც შემდეგ გადაეგზავნება მის ხელმძღვანელს დასადასტურებლად.
ხელმძღვანელის მიერ განაცხადის დადასტურების შემდეგ თანამშრომელი მიიღებს SMS შეტყობინებას განაცხადის დადასტურების შესახებ. განაცხადის დადასტურების გარეშე შვებულების განაცხადში მითითებული დღეების გაცდენა არ ჩაითვლება საპატიოდ.
ხელმძღვანელს შეუძლია დაქვემდებარებულ თანამშრომელს დაურეგისტრიროს შვებულებები. მართოს უკვე რეგისტრირებული შვებულებები - დაადასტუროს, დაარედაქტიროს, წაშალოს.
(!) გაითვალისწინეთ, რომ შვებულების დასარეგისტრირებლად აუცილებელია თანამშრომელს გაწერილი ჰქონდეს გრაფიკი.
თანამშრომლის განაცხადის რეგისტრაციის გვერდზე ხელმძღვანელს შეუძლია თანამშრომელს დაურეგისტრიროს შვებულება, ამისთვის:
- ირჩევს თანამშრომელს
- შვებულების ტიპს
- შვებულების დასაწყება/დასრულების თარიღს
- შვებულების ტიპს
შვებულების ტიპის მხედვით (შვებულების ტიპებიდან შესაძლებელია ჩართვა) ავსებთ ასევე: ,,შემცვლელი თანამშრომელს", ,,კომენტარის ველს" და ,,ფაილებს".
ამის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ ისტორიის გვერდზე, სადაც შეძლებთ თანამშრომელს დაუდასტუროთ აღნიშნული განაცხადი.
განაცხადის დადასტურების შემდგომ, აღნიშნულ თანამშრომელს მიუვა SMS შეტყობინება, რომ მისი შვებულება დამტკიცებულია.
ინფორმაციია შენახვისთვის დააკლიკეთ ღილაკს ,,შენახვა და დახურვა".
(!)ხელმძღვანელს არ აქვს უკვე დადასტურებული შვებულების რედაქტირების/წაშლის უფლება.ასევე არ შეუძლია, ძველი(გასული) თარიღით შვებულების რეგისტრაცია!