ავტომობილები

ავტოპარკის ფუნქციონალზე დაკლიკებით იხილავთ შემდეგ ველებს:

img_234.png

ავტოპარკის ფუნქციონალი საშულებას გვაძლევს სისტემაში დარეგისტრირდეს განაცხადი ავტომობილის მოთხოვნის შესახებ. როდესაც თანამშრომელი გააკეთებს მივლინების ან სამსახურებრივი გასვლის განაცხადს ავტომობილით, ავტომატურად შეიქმნება განაცხადი ავტომობილის განაცხადების გვერდზე. ავტოპარკის მენეჯერს შეუძლია მოცეული განაცხადის დადასტურება, უარყოფა, რედაქტირება.

დადასტურების შემთხვევაში ირჩვევს მანქანას და მძღოლს (ან მანქანას მძროლის გარეშე). დადასტურების შემდეგ შეტყობინება მისდის როგორც თანამშრომელს, რომელმაც მოითხოვა მანქანა, ასევე ავტომობილის მძღოლს.

პირველ ეტაპზე სისტემაში უნდა დაემატოს ავტომობილები.

ავტომობილის დამატება შესაძლებელია ავტომანქანების გვერდიდან ,,ახალ“ ღილაკზე დაკლიკებით. აქვე შესაძლებელია :,,კოპირება“ , ,,რედაქტირება“ და ,,წაშლა’’.

img_235.png

ავომობილის დასამატებლად უნდა შეივსოს სავალდებულო ველები: ,,დასახელება“ და ,,მანქანის ნომერი“. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიუთითოთ „აღწერა“ და „მძღოლი“, რომელიც ამ ავტომობილის ძირითად მძღოლად ჩაითვლება სისტემაში.

(*) მძღოლების ჩამონათვალი გამოდის ავტოპარკის კონფიგურაციაში არჩეული პოზციების მიხედვით ( იხ. დოკუმენტის გაგრძელება)

img_236.png