თანამშრომლის მივლინების რეგისტრაცია

მივლინების ფუნქციონალზე დაკლიკებით ადმინისტრატორს უჩანს შემდეგი ველები:

  • პირადი მივლინების რეგისტრაცია
  • პირადი მივლინების ისტორია
  • თანამშრომლის მივლინების რეგისტრაცია
  • თანამშრომლის მივლინების ისტორია

img_70.png

თანამშრომლის მივლინების რეგისტრაციისთვის:

  • აირჩიეთ თანამშრომელი
  • მიუთითეთ თარიღები, თუ როდის გადის და რომელი თარიღის ჩათვლით იქნება თანამშრომელი მივლინებაში
  • სურვილისამებრ მიუთითეთ დამატებითი ინფორმაცია
  • აირჩიეთ ორგანიზაცია/ორგანიზაციები
  • თუ სისტემაში ჩართულია ავტოპარკის ფუნქციონალი, აირჩიეთ ,,მანქანის მოთხოვნა": ,,მანქანით" ან ,,მანქანის გარეშე".

დააჭირეთ ღილაკს "შენახვა & დახურვა".

ამის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ ისტორიის გვერდზე, სადაც შეძლებთ თანამშრომელს დაუდასტუროთ აღნიშნული განაცხადი. განაცხადის დადასტურების შემდგომ, აღნიშნულ თანამშრომელს მიუვა SMS შეტყობინება, რომ მისი განაცხადი დამტკიცებულია.

img_71.png