სტრუქტურული ერთეულის ტიპები
სტრუქტურული ერთეულის ტიპების გვერდი საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სტრუქტურული ერთეულის ტიპების ჩამონათვალი (მაგალითად: დეპარტამენტი, განყოფილება) რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ სტრუქტურის აწყობისას. ახალი ტიპის დამატებისთვის უნდა დავაკლიკოთ ღილაკს ,,ახალი“.
ახალი სტრუქტურული ერთეულის ტიპის შესაქმენალად ავსებთ ერთ სავალდებულო ველს:
- დასახელება -სტრუქტურული ერთეულის ტიპის დასახელება
სურვილისამებრ, ავსებთ არასავალდებულო ველებსაც:
- ,,აღწერა“-აღწერა სტრუქტურული ერთეულის ტიპის
- ,,ძირითადი“(დიახ/არა)-ძირითადია თუ არა სტრუქტურული ერთეულის ტიპის სტატუსი.
- ,,სტატუსი“(ჩართული/გამორთული) -გამოჩნდეს თუ არა სტრუქტურული ერთეულის ტიპი ასარჩევ ველში.
- ,,რიგითობა“-სტრუქტურული ერთეულის ტიპის გვერდზე რა რიგითობით გამოვიდეს.
ინფორმაციის შენახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,შენახვა & დახურვა“.
ახალი სტრუქტურული ერთეულის ტიპის შექმნის გარდა, შესაძლებელია უკვე არსებულ ტიპებზე ინფორმაციის დარედაქტირება ან წაშლა. ამისთვის საჭიროა მონიშნოთ სასურველი სტრუქტურული ერთეული და დააჭიროთ შესაბამის ღილაკს.