საშტატო განრიგი

საშტატო განრიგის ფუნქციონალი მოიცავს შემდეგ ველებს:

  • საშტატო განრიგი
  • სამუშაო აღწერილობები
  • პოზიციები
  • ორგანიზაციული სტრუქტურა
  • სტრუქტურული ერთეულის ტიპები
  • ორგანიზაციები
  • სამუშაო განაკვეთები
  • საშტატო განრიგის რეპორტი

img_109.png

საშტატოს ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დასაქმებულთათვის შეადგინოს საშტატო განრიგი, სისტემაში შეიყვანოს ინფორმაცია: ორგანიზაციებზე, სტრუქტურული ერთეულის ტიპებზე, ორგანიზაციულ სტრუქტურებზე, პოზიციებსა და სამუშაო აღწერილობებზე. საშტატოს ყველა გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შექმნას ახალი ინფორმაცია, დაარედაქტიროს, დააკოპიროს ან წაშალოს უკვე შექმნილი მონაცემები. ინფორმაციის შეყვანისას სავალდებულო ველები წითელი ფიფქებითაა აღნიშნული და მათი შევსება სავალდებულოა.

,,საშტატო განრიგი" წარმოადგენს შტატების ჩამონათვალს, რომელზეც შემდეგ დავნიშნავთ თანამშრომელს. საშტატო განრიგის ცხრილი შედგება დასახელების, ორგანიზაციის, სტრუქტურული ერთეულის, პოზიციის, სამუშაო აღწერილობის, ხელფასისა და სხვა სახის ინფორმაციის სვეტებისგან, რომელსაც წინასწარ ვქმნით და შემდეგ ვაბამთ,საშტატო განრიგს.

ახალი შტატის დამატებისთვის,პირველ ეტაპზე აირჩიეთ ორგანიზაცია და დააჭირეთ ღილაკს ,,ახალი“.

img_110.png

ახალი საშტატო ერთეულის დამატებისას ავსებთ სავალდებულო და არასავალდებულო ველებს:

  • დასახელება- შტატის დასახელება( მაგ: დირექტორი, ჟურნალისტი, ექთანი და ა.შ)
  • შტატის კოდი-შესაძლებელია სასურველი კოდის მითითება
  • აღწერა-შტატის აღწერა
  • სტატუსი-ჩართული/გამორთული-რა სტატუსის იყოს ,ჩართული თუ გამორთული
  • ავტომატური გასვლების ჩართვა- გლობალური კონფიგურაციის გვერდიდან წამოვიდეს აინფორმაცია , ან გამოვთოთ.
  • რამდენ საათში გაიყვანოს სისტემამ თანამშრომელი-გლობალური კონფიგურაციის მიხედვით გაითვალისწონოს სისტემამ ან შევარჩიოთ სასურველი საათი.
  • ავტომატური გასვლების შეტყობინების გაგზავნა-დიახ/არა/გლობალური კონფიგურაცია, შესაძლებელია სასურველი ველის მონიშვნა.
  • ავტომატური გასვლების დროის დაგვიანების დათვლა- დაითვალოს თუ არა სისტემამ ავტომატური გასვლების დრო.
  • სტრუქტურული ერთეული- ასარჩევი ველი, რომელსაც წინასწარ ვქმნით ,,ორგანიზაციული სტრუქტურის" გვერდზე.
  • პოზიცია-ასარჩევი ველი, სადაც გამოჩნდება ინფორმაცია წინასწარ შედგენილი პოზიციების გვერდიდან.
  • სამუშაო აღწერილობები-ასარჩევი ველი, სადაც ვირჩევთ სამუშაო აღწერილობების გვერდზე შექმნილი მონაცემიდან.
  • სამუშაო განაკვეთები-ასარჩევი ველი სადაც ვირჩევთ წინასწარ შექმნილ სასურველ სამუშაო განაკვეთს. (გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო განაკვეთი იქმნება კვირის ჭრილში და უნდა მიუთითოთ, თუ რამდენ სამუშაო საათს გულისხმობს კონკრეტული განაკვეთი კვირაში)
  • ხელმძღვანელი შტატი-სადაც ვირჩევთ კონკრეტული შტატის ხელმძღვანელ შტატს, ან არ ვირჩევთ, იმ შემთხვევაში თუ არ ყავს ხელმძღვანელი შტატი.
  • ვის ცვლის-რაც ნიშნავს , რომელ შტატს ცვლის ,აღნიშნული შტატი.
  • ოფისი-რომელ ოფისში აღირიცხოს
  • რაოდენობა-რამდენია განსაზღვრული თანამშრომლების რაოდენობად საშტატოს მიხედვით;
  • ხელფასი-შტატზე განსაზღვრული ხელფასის ოდენობა

ინფორმაციის შენახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,შენახვა & დახურვა“.

img_111.png img_112.png

ახალი შტატის დამატების გარდა, შესაძლებელია უკვე არსებული შტატების რედაქტირება, წაშლა ან კოპირება. ამისთვის საჭიროა აირჩიოთ ორგანიზაცია, შემდეგ, მონიშნოთ სასურველი შტატი და დააჭიროთ შესაბამის ღილაკს. სხვადასხვა ინფორმაციის საშუალებით გაფილტვრის შესაძლებლობა დაგეხმარებათ, მარტივად მოძებნოთ სასურველი შტატის აღწერილობა.

img_113.png