საშემოსავლო შეღავათები

სისტემაში შესაძლებელია თანამშრომელს მივაბათ საშემოსავლო შეღავათები.პირველ რიგში ,ვქმნით საშემოსავლო შეღავათების ბიბლიოთეკას. შემდეგ , ამ მონაცემს ვაბამთ თანამშრომელს.

საშემოსავლო შეღავათი ვრცელდება პერსონაზე და შესაბამისად თუ რამოდენიმე შტატზეა დანიშნული , ყველა შტატზე. თუ საშემოსავლო გადასახადის ლიმიტი უკვე გახარჯული აქვს თანამშრომელს , ამ შემთვევაში შემდგომ პერიოდზე საშემოსავლო შეღავათები აღარ გავრცელდება. იმ შემთხვევაში თუ, ნაწილობრივ გახარჯულია საშემოსავლო შეღავათი, მაგრამ დარჩენილი ლიმიტი ნაკლებია მისაღებ შეღავათზე , მაშინ შეღავათში ჩაიწერება დარჩენილი თანხა. იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელს არ მივაბამთ საშემოსავლო შეღავათს ,მონაცემები ავტომატურად დაგენერირდება გლობალური კონფიგურაციიდან .

საბოლოოდ, ყველა ეს მონაცემი აისახება ხელფასის უწყისში.

საშემოსავლო შეღავათის შესაქმნელად საჭიროა შემდეგი :

  • საშემოსავლო შერავათების შექმნა
  • თანამშრომელზე მიბმა
  • უწყისის გენერაცია

საშემოსავლო შეღავათები

საშემოსავლო შეღავათების ბიბლიოთეკის შესაქმნელად ვაკლიკებთ ღილაკს ,,ახალი“ და ვავსებთ სავალდებულო ველებს , აქვე შესაძლებელია :,,რედაქტირება“, ,, კოპირება“ და ,,წაშლა “.

img_326.png

საშემოსავლო შეღავათის შესაქმნელად ვავსებთ შემდეგ ველებს:

  • დასახელება
  • აღწერა
  • საშემოსავლო გადასახადის პროცენტი- კომპანიის მიერ განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადი თანამშრომელზე.
  • შეღავათის ლიმიტი- რა ოდენობის გაცემულ ხელფასზე ვრცელდება საშემოსავლო შეღავათი წლის განმავლობაში.
  • რამდენი პროცენტით მცირდება საშემოსავლო გადასახადი -თანამშრომლის მიერ გადასახდელი საშემოსავლოს შემცირების კოეფიციენტი. მაგალითად: 100%- სრულად ექვითება , 50%- ნახევარი და ა. შ.

img_327.png

პერსონალის მართვა ბიბლიოთეკის შექმნის შემდეგ, საშემოსავლო შეღავათს ვაბამთ თანამშრომელს ,,პერსონალის მართვის“ გვერდიდან (persons):

img_328.png

ხელფასის უწყისი

ხელფასის უწყისის დაგენერირების შემდეგ , შესაძლებელია თანამშრომელზე გაგენერირებული საშემოსავლო შეღავათების ნახვა .

img_329.png

ხელფასის კალკულაციის ცხრილი

სისტემაში ასევე შესაძლებელია საშემოსავლო შეღავათის გენერაცია გასულ პერიოდზე . ვავსებთ სავალდებულო ველებს: ვირჩევთ თანამშრომელს, თარიღს, თანხას და ვალუტას .გენერაციის ღილაკზე დაკლიკებით მონაცემები გამოჩნდება ,, ხელფასის კალკულაციის ცხრილში“.

img_330.png

img_331.png