ამოუცნობი ბარათების რეპორტი

ბარათებით აღრიცხვისას აღნიშნულ რეპორტში შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია იმ ბარათების დაფიქსირების შესახებ, რომლებიც არ არის მიბმული კონკრეტულ თანამშრომელზე. სინქრონიზაციების შემთხვევაში, აქ შეგიძლიათ ნახოთ რა ფორმატით კითხულობს Self-ის სისტემა თქვენს ბარათებს.

ფილტრები

ამოუცნობი ბარათების რეპორტი გაძლევთ კონკრეტული პერიოდის მოფილტვრის საშუალებას.

ველები

ამოუცნობი ბარათები მოდის შემდეგი ველების სახით:

  • ბარათის ნომერი - დაფიქსირებული ბარათის ნომერი;
  • თარიღი - როდის დააფიქსირეს კონკრეტული ბარათი - თარიღი და ზუსტი დრო;
  • მოწყობილობის ბარათის მფლობელი - სინქრონიზაციის რიგ შემთხვევებში წამკითხველის სისტემაში ჩაწერილი თანამშრომლის მონაცემები მოგვაქვს სისტემაში ამ ველში;
  • მოწყობილობის კოდი - თითოეულ მოწყობილობას აქვს თავისი უნიკალური კოდი ჩვენს სისტემაში, რომელიც საჭიროა კარის გაწერის დროს;
  • სისტემის თანამშრომელი - ვის სახელზეა გაწერილი ბარათი ჩვენს სისტემაში;
  • სისტემის კარი - რა სახელწოდების კარით არის გაწერილი წამკითხველი სისტემაში;
  • სისტემის კარის ტიპი - შესვლის, გასვლის თუ შესვლა/გასვლის კარია სადაც ბარათი დაფიქსირდა;

img_261.png