საშტატო განრიგის რეპორტი
საშტატო განრიგის რეპორტში კონკრეტული თარიღის ჭრილში შეგიძლიათ მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია:
- რამდენი თანამშრომელი იყო დანიშნული
- რამდენია სხვაობა შტატით გამსაზღვრულ რაოდენობასთან
- რა ხელფასი ჰქონდათ გაწერილი ჯამურად და ინდივიდუალურად იმ პერიოდში დანიშნულ თანამშრომლებს
- რამდენია სხვაობა შტატით განსაზღვრულ და რეალურად გაწერილ ხელფასებს შორის
- ნახვის ღილაკით დეტალური ინფორმაცია შეიძლება მიიღონ კონკრეტულად რომელი თანამშრომლები იყვნენ დანიშნულები და აქვე გამოდის ამ თანანმშღომლებზე დეტალური ინფორმაცია
ფილტრები
საშტატო განრიგის რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:
- ორგანიზაცია;
- სტრუქტურული ერთეული;
- საშტატო ერთეული;
- თარიღი;
ველები
რეპორტში ჩანს შემდეგი ველები:
- საშტატო - საშტატო ერთეულის დასახელება;
- ორგანიზაცია - რომელ ორგანიზაციას ეკუთნის ეს შტატი;
- სტრუქტურული ერთეული - რომელ სტრუქტურულ ერთეულს ეკუთნის ეს შტატი;
- რაოდენობა - რამდენი თანამშრომელია განსაზღვრული რაოდენობრივად საშტატოს მიხედვით;
- დანიშნული თანამშრომლების რაოდენობა - რამდენი პერსონაა დანიშნული ამ შტატზე;
- მეტობა - თუ დანიშნული თანამშრომლების რაოდენობა აღემატება საშტატოში მითითებულ რაოდენობას, რამდენია სხვაობა;
- ნაკლებობა - თუ დანიშნული თანამშრომლების რაოდენობა საშტატოში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლებია, რამდენია სხვაობა;
- ხელფასი - შტატზე განსაზღვრული ხელფასის რაოდენობა ერთ თანამშრომელზე;
- ჯამური ხელფასი - შტატზე განსაზღვრული ხელფასის ჯამური რაოდენობა;
- გაწერილი ხელფასი - დანიშვნისას მითითებული ხელფასი შტატზე;
- საშუალო ხელფასი - შტატზე დანიშნული თანამშრომლების საშუალო ხელფასი;
- ხელფასის მეტობა - თუ დანიშვნისას მითითებული ხელფასი აღემატება საშტატოში მითითებულს, რამდენია სხვაობა;
- ხელფასის ნაკლებობა - თუ დანიშვნისას მითითებული ხელფასი ნაკლებია საშტატო განრიგში მითითებულ ხელფასზე რამდენია სხვაობა;
- თანამშრომლების ნახვა - ნახვის ღილაკით შეგიძლიათ ნახოთ შტატზე დანიშნული თანამშრომლების მონაცემები;
საშტატო განრიგის რეპორტისთვის პირველ რიგში ვირჩევთ ორგანიზაციას, ექსპორტის ღილაკზე დაკლიკებით შესაძლებელია მონაცემების ექსპორტი :