გაგზავნილი SMS-ები

გაგზავნილი SMS-ების რეპორტში შეგიძლიათ ნახოთ და გადაამოწმოთ სისტემიდან მობილურის ნომერზე გაგზავნილი ყველა შეტყობინება - მისი ადრესატი და გაგზავნის დრო. შეტყობინებები ჩანს შტატზე დანიშნულ თანამშრომელზე. შესაბამისად, თუ დანიშვნამდე გაუგზავნით SMS-ს, რეპორტში ეს შეტყობინება არ გამოჩნდება.

გაგზავნილი SMS-ების რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:

  • სახელი;
  • გვარი;
  • ორგანიზაცია
  • სტრუქტურული ერთეული
  • თარიღიდან/თარიღამდე
  • ნომერი
  • შეტყობინება

img_260.png

ველები

რეპორტში ჩანს ინფორმაცია გაგზავნილი შეტყობინებების, შესახებ შემდეგ ველებში:

  • თანამშრომელი - ვის ნომერზეც გაიგზავნა შეტყობინება;
  • ორგანიზაცია - რომელსაც აღნიშნული თანამშრომელი ეკუთნის;
  • თარიღი - როდის გაიგზავნა შეტყობინება თარიღის და ზუსტი დროის მითითებით;
  • ნომერი - რა ნომერზე გაიგზავნა შეტყობინება;
  • შეტყობინება - რა ტექსტი გაიგზავნა;
  • გაგზავნის შედეგი - შეტყობინების ნომერი;