დილის დაგვიანების რეპორტი

დილის დაგვიანების რეპორტში ჩანს ინფორმაცია სამუშაო დღის პირველ ნახევარში - სამუშაოს დაწყებიდან შემდემ მოქმედებამდე (შესვენების დასაწყისამდე ან შემოსვლის დაფიქსირებამდე ) პერიოდში დაგვიანებული წუთების რაოდენობა. რეპორტიდან შეგიძლიათ ამოიღოთ მოფილტრულ პერიოდში ყოველდღიურად დაგვიანებული წუთების რაოდენობა და ჯამში დაგვიანებების რაოდენობა - კონკრეტულ პერიოდში რამდენჯერ და ჯამურად რამდენი წუთი დააგვიანა თანამშრომელმა სამუშაო დღის დასაწყისში.

როლების და წვდომის დონეების ველიდან რეპორტზე შეგიძლიათ განსაზღვროთ ადმინ წვდომა. admin წვდომის ჩართვის შემთხვევაში კონკრეტული როლის თანამშრომლები ხედავენ ყველა თანამშრომელს რეპორტში, admin წვდომის გამორთვის შემთხვევაში ხედავენ მხოლოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს.

ფილტრები

დილის დაგვიანების რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:

  • სახელი;
  • გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • საშტატო;
  • თანამდებობა;
  • ორგანიზაცია;
  • სტრუქტურული ერთეული;
  • თარიღები;
  • თანამშრომლის ჯგუფი;

ველები

რეპორტში გვაქვს ნაჩვენები შემდეგი ველები:

  • თანამშრომელი;
  • პირადი ნომერი;
  • ორგანიზაცია;
  • სტრუქტურული ერთეული;
  • საშტატო;
  • თანამდებობა;
  • დღეების ჩამონათვალი (მაგ.: 15 ივლ.)
  • სულ - მოფილტრულ პერიოდში ჯამში რამდენჯერ დააგვიანა თანამშრომელმა;
  • სულ დაგვიანებული წუთი - მოფილტრულ პერიოდში ჯამში რამდენი წუთი დააგვიანა
  • თანამშრომელმა (იგულისხმება სამუშაოს დაწყებიდან შემოსვლამდე ან შესვენების დასაწყისამდე პერიოდი)

img_251.png