დაგვიანების კომენტარების რეპორტი
დაგვიანების კომენტარების რეპორტში ჩანს თანამშრომლების მიერ გაკეთებული კომენტარები საკუთარ დაგვიანებაზე თარიღის და წუთების რაოდენობის მითითებით და ხელმძღვანელის გადაწყვეტილება - საპატიოა თუ არასაპატიო კონკრეტული დაგვიანება.
როლების და წვდომის დონეების ველიდან რეპორტზე შეგიძლიათ განსაზღვროთ ადმინ წვდომა. admin წვდომის ჩართვის შემთხვევაში კონკრეტული როლის თანამშრომლები ხედავენ ყველა თანამშრომელს რეპორტში, admin წვდომის გამორთვის შემთხვევაში ხედავენ მხოლოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს.
ფილტრები
დაგვიანების კომენტარების რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:
- სახელი;
- გვარი;
- თარიღები;
- ორგანიზაცია;
- სტრუქტურული ერთეული;
ველები
დაგვიანების კომენტარების რეპორტში მოდის შემდეგი ველები:
- მოქმედება - დაფიქსირებული შემოსვლა, შესვენების დასაწყისი და სამუშაოს დასასრული;
- დრო - მოქმედების განხორციელების დრო წამების სიზუსტით;
- დაგვიანების წუთები - მოქმედების დაფიქსირებამდე დასეტილი დაგვიანებული წუთების რაოდენობა;
- თანამშრომლის კომენტარი/მიზეზი - თანამშრომლის მიერ დაწერილი დაგვიანების კომენტარი;
- ხელმძღვანელის გადაწყვეტილება - საპატიოა თუ არასაპატიო თანამშრომლის კომენტარი;
- ხელმძღვანელი - რომელმა ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება;