checklist
სისტემის ორგანიზაციაზე მორგების პროცესში საკმაოდ აქტიურად გამოყენებადი რეპორტია Checklist. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაკლიათ თანამშრომლის პროფილის სრულად გასამართად. შესავსები ინფორმაცია მოდის ცარიელი ველის ან “X”- ის სახით.
ფილტრები
Checklist გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:
- სახელი;
- გვარი;
- ორგანიზაცია;
- სტრუქტურული ერთეული;
- თანამშრომლის ჯგუფი;
- მომხმარებლის როლი;
ველები
Checklist-ში ასახულია, რამდენად შევსებულია ინფორმაცია თანამშრომლის შესახებ შემდეგ ველებში:
- თანამშრომელი - სახელი და გვარი;
- ორგანიზაცია;
- საშტატო;
- დროის აღრიცხვის ტიპი - ელექტრონულია, მატერიალური თუ გამონაკლისი;
- ხელმძღვანელი - ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
- გრაფიკის ტიპი - დინამიური გრაფიკი აქვს თანამშრომელს თუ რომელიმე სტანდარტული გრაფიკი;
- გრაფიკის ჯგუფი - დინამიური გრაფიკის ტიპის თანამშრომლებთან მითითებული უნდა იყოს გრაფიკის შესაბამისი ჯგუფი;
- ელ.ფოსტა - აქვს თუ არა თანამშრომელს მითითებული ელ.ფოსტა;
- მობილურის ნომერი - აქვს თუ არა თანამშრომელს მითითებული მობილურის ნომერი;
- მომხმარებელი - თანამშრომელზე გაწერილი მომხმარებლის სახელი;
- დაგვიანების დროის კონტროლი - ჩართულია თუ არა დაგვიანების კონტროლი თანამშრომელზე- დიახ/არა;
- SMS კონტროლის ჩართვა - ჩართულია თუ არა SMS კონტროლი თანამშრომელზე - დიახ/არა;
- ბარათის ნომერი;
თუ ველი ცარიელია, ნიშნავს, რომ ამ თანამშრომელზე არ არის გაწერილი ის ინფორმაცია, რასაც კონკრეტული ველი მოიცავს, ასევე მსგავსი მანიშნებელია წითელი X აღნიშვნა.