თანამშრომლის ზეგანაკვეთური დროის რეგისტრაცია

ზეგანაკვეთური დროის ფუნქციონალზე დაკლიკებით ადმინისტრატორს უჩანს შემდეგი ველები:

  • პირადი ზეგანაკვეთური დროის მოთხოვნა
  • პირადი ზეგანაკვეთური დროის ისტორია
  • თანამშრომლის ზეგანაკვეთური დროის რეგისტრაცია
  • თანამშრომლის ზეგანაკვეთური დრო

img_77.png

ადმინისტრატორს შეუძლია თანამშრომელს დაურეგისტრიროს ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები.

რეგისტრაციისთვის :

  • მონიშნეთ თანამშრომელი
  • აირჩიეთ თარიღი, თუ როდის იმუშავა თანამშრომელმა ზეგანაკვეთურად (ზეგანაკვეთური მუშაობის განაცხადის დარეგისტრირება შესაძლებელია წინა თარიღით)
  • მიუთითეთ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების რაოდენობა
  • მიუთითეთ ზეგანაკეთურად მუშაობის მიზეზი
  • ზეგანაკვეთური დროის ანაზღაურების ფორმა : ეს ველი გვაქვს ყველა ზეგანაკვეთური განაცხადის დამატება/რედაქტირების გვერდზე, თუ კონფიგურაციაში არჩეულია რომელიმე ანაზღაურების ტიპი, ეს განაცხადებიც იმ ტიპით დარეგისტრირდება, იმ შემთხვევაში თუ „არჩევითია“ კონფიგურაციაში მონიშნული, შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი ანაზღაურების ტიპი: ,,ფულადი" ან ,,ალტერნატიული დასვენების დრო''.

ინფორმაციის შენახვისათვის დააჭირეთ ღილაკს "შენახვა & დახურვა"

img_74.png

მისი დამტკიცება შესაძლებელია ,,თანამშრომლის ზეგანაკვეთური დროის" გვერდზე.