ავტორიზაციები და უსაფრთხოება
მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია (MFA)
ამ ფუნქციონალის მიზანია, იმ თანამშრომელთა უსაფრთხო ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.
სისტემის პარამეტრები - როლები და წვდომის დონეები
SMS ვერიფიკაცია შეგიძლიათ ჩართოთ კონკრეტული როლზე. იმისათვის, რომ თანამშრომელმა გაიაროს ავტორიზაცია, საჭიროა, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანის შემდეგ, გაიაროს SMS ვერიფიკაცია.
OTP ვერიფიკაცია
ამავე გვერდზე ადმინისტრატორს შეუძლია თანამშრომელს ჩაურთოს ავთენტიფიკაციის მეორე - OTP ვარიანტი. თუ თანამშრომელზე მოთხოვნილია ორმაგი ავთენტიფიკაციის დაცვის OTP სისტემა, საჭიროა:
1.თანამშრომელმა გადმოწეროს OTP აპლიკაცია. 2.ავტორიზაციის გავლის შემდეგ სისტემა გადაიყვანს OTP ვერიფიკაციის გვერდზე, სადაც, პირველადად, საჭიროა დაკავშირდეს თანამშრომლის OTP აპლიკაცია და მისი ექაუნთი:
დაასკანეროს QR კოდი
ჩაწეროს სპეციალურად დაგენერირებული ,ექვსნიშნა კოდი სპეციალურად გამოყოფილ უჯრებში.
თანამშრომელს შეუძლია შეცვალოს დამხსოვრებული OTP, საჭიროების შემთხვევაში.
იგივე ოპერაციის შესრულება შესაძლებელია ადმინისტრატორის მიერ თანამშრომლების-პერსონალის მართვის გვერდზეც. ამისათვის საჭიროა მოვნიშნოთ თანამშრომელი და დავაჭიროთ OTP-ის განახლების ღილაკს.
შეცვლის შემდეგ კი თანამშრომელი ხელახლა გაივლის ავტორიზაციის პროცესს.