ოფისები
თუ ორგანიზაცია დაყოფილია ლოკაციებად, შეგვიძლია შევქმნათ ოფისები ამ ლოკაციების მიხედვით. ოფისებს შეგვიძლია გავუწეროთ IP-ები, GPS ლოკაციები ან ბარათის წამკითხველები და კონკრეტულ თანამშრომელს მხოლოდ კონკრეტულ ოფისებზე მივცეთ ღილაკის/ბარათის დაფიქსირების საშუალება.
თანამშრომლის ორგანიზაციაში დანიშვნისას ერთ-ერთი ველი სწორედ აღრიცხვის ოფისის მითითებაა. თანამშრომლის კონკრეტულ ოფისზე მიბმა გულისხმობს, რომ თანამშრომელი თუ არ დაფიქსირდა ღილაკისა თუ ბარათის საშუალებით მითითებული ოფისის პარამეტრებზე, იგი ვერ დააფიქსირებს სამსახურში მისვლას.
თუმცა, სისტემის პარამეტრებშივე გლობალურ კონფიგურაციაში შეგიძლიათ გამონაკლისი გააკეთოთ კონკრეტულ თანამშრომლებზე.