დოკუმენტის გაცნობის დავალებები
დოკუმენტის გაცნობის დავალებების გვერდზე ჩანს თანამშრომელთან გაგზავნილი დავალებები გასაცნობად და დასადასტურებლად. თანამშრომელს შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს დოკუმენტი.
აღნიშნულ გვერდზე თანამშრომელს უჩანს მასთან გასაცნობად/დასადასტურებლად გაგზავნილი დოკუმენტები. ასევე უჩანს პროფილის გვერდზე გასაცნობი დოკუმენტების ბლოკში.
დოკუმენტის ნახვის ღილაკზე დაკლიკებით გადავდივართ დოკუმენტის გაცნობის გვერდზე სადაც დაგვხვდება დოკუმენტი, დოკუმენტის ინფორმაცია, ლოგები და კომენტარის გაკეთების ველი:
თუ გაცნობის ტიპში მითითებულია დოკუმენტის ნახვა, ხოლო დადასტურების ტიპში ნახვა, დოკუმენტის ბოლომდე ჩამოსქროლვის გარეშე შესაძლებელია ,,გავეცანი და ვეთანხმები'' ღილაკის მონიშვნა, ხოლო თუ გაცნობის ტიპში მონიშნულია დოკუმენტის ნახვა სრულად, დოკუმენტის ნახვას ვერ მოვნიშნავთ, ვიდრე სრულად არ ჩამოვსქროლავთ.
დადასტურების ღილაკზე დაკლიკებით კი ვადასტურებთ დოკუმენტის გაცნობას. დოკუმენტის დადასტურების შემდეგ, აღნიშნული ღილაკები აღარ ჩანს .
ასევე შესაძლებელია დოკუმენტის უარყოფა, უარყოფის ღილაკზე დაკლიკებით:
დოკუმენტის უარყოფაზე დაკლიკებით გადავდივართ კომენტარის გვერდზე, სადაც გაკეთებული კომენტარი ჩანს დოკუმენტის გაცნობის გვერდზე.
გასაცნობი დოკუმენტები ასევე გამოდის მთავარ გვერდზე, რასაც გადავყავართ დოკუმენტის გაცნობის დავალებების გვერდზე: