შეტყობინების შაბლონები

შეტყობინების შაბლონის ფუნქციონალი საშულებას გვაძლევს სისტემაში შეიქმნას შეტყობინების შაბლონები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სასურველი ტექსტით გავაგზავნოთ თანამშრომლებთან შეტყობინებები. შეტყობინების შაბლონის შექმნა მოიცავს ორ ეტაპს:

  • შაბლონის შექმნა
  • შაბლონის არჩევა კონფიგურაციაში

ახალი შაბლონის დამატებისთვის უნდა დავაჭიროთ ღილაკს ,,ახალი“, შეტყობინების შაბლონის გვერდზე.

ინფორმაციის შეყვანისას სავალდებულო ველები წითელი ფიფქით არის აღნიშნული, რომლის შევსებაც სავალდებულოა.

img_274.png

პირველი ეტაპისთვის სისტემაში დაგხვდებათ უკვე შექმნილი შაბლონები, ყველა იმ შეტყობინებისთვის, რომელიც გახდა კონფიგურირებადი.

პირველ რიგში ვირჩევთ შეტყობინების ტიპს. შეტყობინების ტიპის არჩევისას მზადდება სხვადასხვა ტიპის შეტყობინება:

img_275.png

ტიპის არჩევისას ვირჩევთ შაბლონის ტიპს რომელიც მოიცავს:

კონფიგურაციის ალერთები:

  • ავტომატური გათავისუფლება
  • ბიულეტენის ლიმიტის შეტყობინება
  • დანიშვნის/ შტატის ცვლილების შეტყობინება
  • კონტრაქტის ვადის შეტყობინება.

აპლიკაციების შეტყობინებები:

  • მივლინების დასადასტურებელი შეტყობინება ხელმძღვანელს
  • მივლინების დადასტურების შეტყობინება თანამშრომელს
  • სამსახურებრივი გასვლის დასადასტურებელი შეტყობინება ხელმძღვანელს
  • სამსახურებრივი გასვლის ავტომატური დადასტურება ხელმძღვანელს
  • სამსახურებრივი გასვლის დადასტურების შეტყობინება თანამშრომელს
  • შვებულების დასადასტურებელი შეტყობინება ხელმძღვანელს
  • შვებულების დადასტურების შეტყობინება
  • დავალებების შეტყობინება

ავტოპარკის შეტყობინებები:

  • ავტოპარკის მენეჯერის შეტყობინება
  • ავტოპარკის შეტყობინება მძღოლს
  • ავტოპარკის დადასტურების შეტყობინება თანამშრომელს
  • ავტოპარკის უარყოფის შეტყობინება თანამშრომელს
  • ავტოპარკის დადასტურების შეტყობინება თანამშრომლის ხელმძღვანელს ავტოპარკის უარყოფის შეტყობინება თანამშრომლის ხელმძღვანელს
  • ავტოპარკის დადასტურების შეტყობინება ავტოპარკის მენეჯერის ხელმძღვანელს
  • ავტოპარკის უარყოფის შეტყობინება ავტოპარკის მენეჯერის ხელმძღვანელს

დოკუმენტის შეტყობინებები:

  • დოკუმენტის დადასტურების შეტყობინება
  • დოკუმენტის დადასტურების შეტყობინება (ღილაკი, შეხსენება)
  • დოკუმენტის დადასტურების კოდი

გრაფიკის შეტყობინებები:

  • გრაფიკის შევსების შეტყობინება ხელმძღვანელს
  • გრაფიკის შევსების შეტყობინება, დასვენების დღის მუშაობის შეტყობინება

დაბადების დღის მილოცვა:

  • დაბადების დღის შეტყობინება

დაგვიანებისა და ავტოლოგაუთის შეტყობინებები:

  • ავტოლოგაუთის შეტყობინება თანამშრომელს
  • ავტოლოგაუთის შეტყობინება ხელმძღვანელს
  • 1 დაგვიანების შეტყობინება
  • 2დაგვიანების შეტყობინება
  • 2 დაგვიანების შეტყობინება ხელმძღვანელს

პაროლის გაგზავნის შეტყობინება:

  • პაროლების შეცვლის შეტყობინება
  • პაროლის გაგზავნა

დავალების შეტყობინებები:

  • შვებულების დასადასტურებელი შეტყობინება ხელმძღვანელს
  • შვებულების დადასტურების შეტყობინება
  • დავალებების შეტყობინება

ნამუშევარი დროის შეტყობინებები:

  • ტაბელის გადაგზავნის შეტყობინება
  • ტაბელის დადასტურების შეტყობინება

შეტყობინების შექმნისას სისტემა ავტომატურად გთავაზობთ იმ ცვლადებს, რაც შესაძლებელია გაუგზავნოთ შეტყობინებაში ( მაგ: თანამშრომლის სახელი, გვარი და სხვა.) შეგიძლიათ განსაზღვროთ იმეილი გაიგზავნოს თუ ესემესი . (ინაპ შეტყობინება ჩაირთვება მომდევნო განახლებისას)

img_276.png img_277.png

შაბლონის არჩევა კონფიგურაციაში

შაბლონის შექმნის შემდეგ, საჭიროა სისტემის კონფიგურაციაში ავირჩიოთ შესაბამისი შაბლონი:

img_278.png