თანამშრომლის გაცდენის ისტორია
თანამშრომლის გაცდენის რეგისტრირებული განაცხადები დაგხვდებათ , ,,თანამშრომლის გაცდენის ისტორიის გვერდზე'', სადაც შესაძლებელია, როგორც ახალი განაცხადის გაკეთება ასევე დამტკიცება ,რედაქტირება , წაშლა , და ექსპორტი.
ფილტრების საშუალებით შესაძლებელია სასურველი ინფორმაციით გაფილტვრა.
კონფიგურაცია- ავტომატური გაცდენის განაცხადების ჩართვა
თანამშრომლის გაცდენის ისტორიის გვერდზე (ქვედა მარჯვენა კუთხეში) დაგხვდებათ ,,კონფიგურაციის" ღილაკი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია მართოთ ავტომატური გაცდენის განაცხადები.
შესაძლებელია დავაკონფიგურიროთ შემდეგი ინფორმაცია:
- ავტომატური გაცდენის განაცხადების ჩართვა დიახ/არა-ავტომატურად შეიქმნას თუ არა ავტომატური გაცდენის განაცხადები
- გაცდენის აპლიკაციის ავტომატური დადასტურება-ავტომატურად დადატურდეს თუ არა
- რა რაოდენობის დაგვიანება ჩაითვალოს გაცდენად (%) -ვირჩევთ კონკრეტულ ციფრს რა რაოდენობის დაგვიანება ჩაითვალოს გაცდენად
- ხელმძღვანელს მიუვიდეს განაცხადის დაგენერირების შეტყობინება- მიუვიდეს თუ არა ხელმძღვანელს შეტყობინება , როდესაც დაგენერირდება განაცხადი
- გაცდენების გენერირების წინა პერიოდი
- ავტომატური გაცდენის ხელმძღვანელის შეტყობინების შაბლონი-ვირჩევთ კონკრეტულ შაბლონს ,თუ რა ტიპის შეტყობინება მიუვიდეს ხელმძღვანელს
დადასტურებული განაცხადები წამოვა ,,თანამშრომლის ნამუშევარი დროის რეპორტში".