სამუშაო აღწერილობები
სამუშაო აღწერილობების გვერდი საშუალებას გაძლევთ, დაამატოთ სამუშაო აღწერილობები, რაც გულისხმობს, მოკლე აღწერას იმ ფუნქცია-მოვალეობების, ამოცანების, პასუხისმგებლობების და მოთხოვნების რაც ევალება თანამშრომელს.(რომელსაც შემდეგ გამოიყენებთ საშტატო განრიგის შექმნის გვერდზე). სურვილისამებრ შესაძლებელია შეავსოთ ველები ან ატვირთოთ უკვე არსებული სამუშაო აღწერის ფაილი.
ახალი სამუშაო აღწერილობის დამატებისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,ახალი“.
ახალი სამუშაოს აღსაწერად ავსებთ ერთ სავალდებულო ველს:
- დასახელება-სამუშაო აღწერილობის დასახელება
სურვილისამებრ, ავსებთ არასავალდებულო ველებსაც: ,,პოზიციის მიზანი“, ,,სტატუსი“ (ჩართული/გამორთული), ,,ფაილის ატვირთვა", ,,რიგითობა“, ,,ფუნქცია-მოვალეობები“, ,,ამოცანები“, ,,პასუხისმგებლობები", ,,მოთხოვნები". ინფორმაციის შენახვისთვის და სამუშაო აღწერილობების გვერდზე დასაბრუნებლად დააჭირეთ ღილაკს ,,შენახვა & და დახურვა".