ყველა დინამიური გრაფიკის სამუშაო დროის მართვა
ამ გვერდზე იქმნება სამუშაო დროები, ცვლის დასაწყისი/დასასრულისა და შესვენების ტიპის მითითებით.
„ახლის“ დამატების ღილაკით ვქმნით ახალ სამუშაო დროებს. სამუშაო დროები იქნება კონკრეტული ორგანიზაციის ჭრილში.ვავსებთ შემდეგ ველებს:
- დასახელება-სამუშაო დროის დასახელება (აქ სასურველია ჩავწეროთ კონკრეტული დროები მაგ: 10:00 19:00 )
- აღწერა-აღწერა სასურველი ინფორმაციით
- სტატუსი ჩართული/გამორთული-ჩართული იყოს თუ გამორთული
- ორგანიზაცია-ვირჩევთ კონკრეტულ ორგანიზაციას
- გრაფიკის ჯგუფი-ვნიშნავთ გრაფიკის ჯგუფს , სადაც გვინდა რომ ეს დრო გამოჩნდეს
- სამუშაოს დასაწყისი-კონკრეტული სამუშაოს დაწყების დრო
- სამუშაოს დასასრული-სამუშაოს დასრულების დრო
- შესვენების ტიპი: შესვენების გარეშე /ფიქსირებული/დროის პერიოდი და წუთობრივი-რა ტიპის შესვენება აქვს ამ კონკრეტულ სამუშაო დროს .
- შესვენების გათვალისწინება :დიახ/არა/ გლობალური კონფიგურაცია
- კოდექსით უქმე დღე ჩაითვალოს : დასვენების დღედ/ სამუშო დღედ
- სამუშაო დროის დანამატი
- ფერი-ვირჩევთ ფერს ვნიშნავთ და ვაკლიკებთ choose ღილაკს
- კოდი-ვუთითებთ კოდს.