ხელფასის დარიცხვის პერიოდულობის ბიბლიოთეკა
ხელფასის დარიცხვის პერიოდულობის ბიბლიოთეკა, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დასაქმებულთათვის შეადგინოს ხელფასის დარიცხვის პერიოდულობა. ბიბლიოთეკის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შექმნას ახალი დარიცხვის პერიოდი, დაარედაქტიროს, დააკოპიროს და წაშალოს უკვე შექმნილი მონაცემი.
ინფორმაციის შეყვანისას სავალდებულო ველები წითელი ფიფქით არის აღნიშნული, რომლის შევსებაც სავალდებულოა.
(*) თუ პერიოდის ტიპი უკვე გამოყენებულია რომელიმე ხელფასში , სისტემა არ მოგცემთ წაშლის საშუალებას.
ახალი ხალფასის დარიცხვის პერიოდის დამატებისთვის უნდა დავაჭიროთ ღილაკს ,,ახალი“.
სავალდებულო ველებია:
- ,,დასახელება“
- ,,პერიოდის ტიპი“-რა პეროდულობით ირიცხება ხელფასი.
- ,,შემდგომი დაგენერირებული პერიოდების რაოდენობა“ - წინასწარ რამდენი პერიოდი დაგენერირდეს სისტემაში, პერიოდის წინასწარი გენერაციები შეიძლება დაგჭირდეთ მომდევნო პერიოდებზე სხვადასხვა მონაცემების შესატანად (მაგ: სამომავლოდ დასარიცხი ბონუსები, ხელფასები და ა.შ.)