თამაში

მომხმარებელს Self.HR სისტემაში შეუძლია ითამაშოს “შენი სანტა”, რომელიც კარგად ნაცნობი თამაშის, “Secret Santa”-ს ანალოგია. სისტემა შემთხვევითობის პრინციპით გაანაწილებს თამაშის მონაწილეებს.

შენი სანტას ყველა მონაწილე სისტემის მთავარ გვერდზე, ახალ ბლოკში - “თამაში დაიწყო” გაეცნობა ადრესატს, მის ინტერესებს და თამაშის ზოგად წესებს.

თამაშის ყველა მონაწილე მიიღებს ავტომატურ sms და მეილ შეტყობინებებს.

img_404.png

თამაშზე დაკლიკებით მონაწილეს შეუძლია გაიგოს ვისი ,, სანტაა“, ნახოს მის შეხახებ ინფორმაცია და გაეცნოს მის ინტერესებს. ამავე გვერდზე შეუძლია ნახოს თანამშრომლების სია, რომლებიც თამაშში მონაწილეობენ.

img_405.png

ასევე, თავადაც შეუძლია გაუზიაროს საკუთარი ინტერესები მის „სანტას“. „გააზიარე შენი ინტერესები“ ღილაკზე დაჭერისას საშუალება ექნება შეავსოს ინფორმაცია.

img_406.png

როგორ შევქმნათ თამაში?

თამაშის შესაქმნელად დაგჭირდებათ შეავსოთ:

  • თამაშის დეტალები;
  • შტყობინების დეტალები;
  • თამაშის მონაწილეები;

თამაშის შექმნა შეგიძლიათ HR ადმინისტრირება --> თამაში მენიუდან. იმისათვის, რომ არ გაგირთულდეთ თამაშის შექმნის პროცესი, დაგხვდებათ უკვე შექმნილი შაბლონები . რა თქმა უნდა, საჭიროების შეთხვევაში შეგიძლიათ დაარედაქტიროთ და მოირგოთ თქვენზე.

img_407.png

ახალი თამაშის შესაქმნელად ვაკლიკებთ ღილაკს ,,ახალი“, ამავე გვერდზე შესაძლებელია: ,, რედაქტირება“, ,,წაშლა“. ვავსებთ თამაშის დეტალებს და შემდეგ სავალდებულო ველებს:

  • დასახელება- რომელიც გამოჩნდება პროფილის გვერდზე „თამაში დაიწყო“ ბლოკში ;
  • აღწერა- მოკლე აღწერა, რომელიც ასევე გამოჩნდება პროფილის გვერდზე „თამაში დაიწყო“ ბლოკში;
  • დაწყება/დასრულების თარიღები – როდის დაიწყოს და დასრულდეს თამაში;
  • წესებს და პირობებს – თამაშის მოკლე აღწერა, რომლითაც თანამშრომელი მარტივად გაერკვევა თამაშის წესებში.
  • ინტერესების მონიშვნის შემთხვევაში, ადრესატს ექნება შესაძლებლობა შეიტანოს საკუთარი ინტერესები და დაეხმაროს მის „სანატს“.

img_408.png

შემდეგ ღილაკზე დაკლიკებით გადავდივართ შეტყობინების დეტალების გვერდზე, სადაც ვავსებთ სავალდებულო ველებს :

  • შეტყობინების ტიპი - რა ტიპის შეტყობინება გაიგზავნოს (ელ. ფოსტა, sms-ის ტექსტი თუ ორივე :SMS და EMAIL);
  • სათაური - შეტყობინების სათაური ( მეილის subject );
  • შეტყობინების ტექსტი - პირველი შეტყობინების ტექსტი, რომელიც გაეგზავნებათ თამაშის მონაწილეებს. შესაძლებელია, სასურველი ცვლადების (თანამშრომლის სახელი, გვარი , ადრესატის სახელის და სხვა. ) მონაცემების შევსება ;
  • შუალედური შეხსენების შეტყობინება – ეს შემახსენებელი შეტყობინება მიდის თამაშის ზუსტად შუა პერიოდში;
  • საბოლოო შეხსენების გაგზავნა – საბოლოო შემახსენებელი შეტყობინება გაიგზავნება თამაშამდე ორი დღით ადრე;

img_409.png

შემდეგ ეტაპზე ვირჩევთ თამაშაში მონაწილე თანამშრომლებს , ვინც მონაწილეობას იღებს თამაშში.
ასევე:

  • გამონაკლისებს - თანამშრომლებს რომლებიც არ იღებენ თამაშაში მონაწილეობას;
  • თანამშრომლის არჩევისას მაინდენტიფიცირებელ პარამეტრებს - რა ინფორმაცია გამოჩნდეს თამაშის გვერდზე;

img_410.png

შემდეგ გვერდზე გადასვლისას, გვხვდება უკვე შერჩეული თანამშრომლები, ვინც აირჩიეთ წინა ეტაპზე.

img_411.png

,, შენახვა და დახურვის“ ღილაკზე დაკლიკებით შეიქმნება თამაში.

მოხდება თანამშრომლების გადანაწილება შემთხვევითობის პრინციპით და თითოეულ თანამშრომელზე განისაზღვრება მისი ადრესატი. თანამშრომლები მიიღებენ შეტყობინებას, პროფილის გვერდზე გამოუჩნდებათ შესაბამისი ბლოკი და შეძლებენ ნახონ დეტალური ინფორმაცია.

საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრატორს შეუძლია ნახოს როგორ გადანაწილდა სია:

img_412.png