სისტემის კონფიგურაცია

სისტემის კონფიგურაციაში ჩაშლილია ის კონფიგურაციები, რაც სხვადასხვა გვერდებზეა გადანაწილებული.

მაგალითად, გრაფიკის კონფიგურაცია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, გრაფიკში გამოაჩინოთ კვირის ჯამური საათები. ასევე, აარჩიოთ დღე, რომლითაც გსურთ რომ კვირის ათვლა დაიწყოს. გარდა ამისა, შეგიძლიათ აკონტროლოთ კვირის ჯამური საათების გადაცდენა. კონფიგურაციით შეგიძლიათ, გამორთოთ ლიმიტის გადაცდენის აკრძალვა, ან შეტყობინება გამოიტანოთ, რომ ლიმიტს გადაცდა კვირის ჯამური საათები ან აკრძალოთ გრაფიკის ჩართვა და გამოიტანოთ შესაბამისი შეტყობინება.

თანამშრომლის ნამუშევარი დროის კონფიგურაცია საშუალებას იძლევა, აკონტროლოთ:

  • რა გამოჩნდეს რეპორტში პირადი ნომერი თუ ტაბელის ნომერი,
  • ჩართოთ თუ არა ტაბელის ავტომატური დადასტურება
  • დადასტურების დღე,
  • საათი
  • ხელმძღვანელი, ვისი სახელითაც დადასტურდება რეპორტი, თუ თანამშრომელს ხელმძღვანელი არ ჰყავს.

გარდა ამისა, სისტემის კონფიგურაციაში არის გლობალური კონფიგურაციის გვერდიც. ამ გვერდზე ერთი მხრივ, გააკონტროლებთ ისეთი მარტივი ფუნქციების გაწერას, როგორიცაა ორგანიზაციის სახელი, კოდი, ლოგო, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები და ასევე, გადაწყვეტთ გამოჩნდეს თუ არა პროფილზე სიახლეები, დაბადების დღის ბლოკი, დრო, შვებულების ლიმიტები და სხვ.

გარდა ამისა, გლობალური კონფიგურაციიდან გაკონტროლებთ:

  • რამდენი საათი იქნება საპატიო, თუ თანამშრომელი გავა სისტემიდან
  • თუ ვერ მოახერხა თანამშრომელმა სამსახურის დასრულების შემდეგ გასვლის დაფიქსირება, რამდენ ხანში გაიყვანოს სისტემამ
  • რამდენი იყოს ხელფასიანი/უხელფასო შვებულების წლიური ლიმიტი
  • ჩართოთ დაგვიანებისას SMS შეტყობინება და გაწეროთ შესაბამისი მესიჯი ამისთვის
  • რამდენი წუთის მერე მიუვიდეს თანამშრომელს დაგვიანების მესიჯი
  • IP მისამართი, რომელზეც უნდა დაფიქსირდნენ თანამშრომლები სამსახურში შესვლისას/გასვლისას
  • გამონაკლისის სახით აირჩიეთ თანამშრომლები, რომელებსაც მოუხნით IP შეზღუდვას
  • კონტრაქტის ვადის შეტყობინება, როდის გაიგზავნოს მითითებულ მეილებზე შეტყობინებები, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის კონტრაქტს გასდის ვადა
  • ავტომატური გათავისუფლების ჩართვა და რამდენ ხანში გათავისუფლდეს თანამშრომელი
  • გრაფიკის ცვლილების შეზღუდვა
  • სამსახურებრივი გასვლის/მივლინების ხელმძღვანელისგან დადასტურება
  • სამსახურებრივი გასვლის პერიოდის ავტომატური გახანგრძლივება
  • თანამშრომლის დანიშვნის საათი
  • ლოგებში IP-ის შენახვა