თანამშრომლის ბიულეტენის რეგისტრაცია

ბიულეტენის ფუნქციონალზე დაკლიკებით ადმინისტრატორს უჩანს შემდეგი ველები:

  • პირადი ბიულეტენის რეგისტრაცია
  • პირადი ბიულეტენების ისტორია
  • თანამშრომლის ბიულეტენის რეგისტრაცია
  • თნამშრომლის რეგისტრირებული ბიულეტენები

img_69.png

ადმინისტრატორს შეუძლია ყველა თანამშრომლის როგორც მიმდინარე, ისე გასული ბიულეტენების რეგისტრაცია. ასევე განაცხადისთვის სტატუსის მინიჭება.

თანამშრომლის ბიულეტენის რეგისტრაციისთვის:

  • აირჩიეთ თანამშრომელი
  • აირჩიეთ განაცხადის სტატუსი: მიმდინარე, დახურული ან დადასტურებული
  • აირჩიეთ თარიღი, თუ როდიდან გადის თანამშრომელი ბიულეტენზე (ბიულეტენის გახსნის თარიღად შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი ან გასული დღე)
  • მიუთითეთ დღეების რაოდენობა
  • სურვილისამებრ, დაწერეთ მიზეზი
  • ატვირთეთ ფაილი

დააჭირეთ ღილაკზე ,,შენახვა & დახურვა’’

ამის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ თნამშრომლის რეგისტრირებული ბიულეტენების გვერდზე,სადაც შეძლებთ განაცხადის დადასტურებას.

(*)ბიულეტენის გახსნის თარიღად შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი ან გასული დღე.

(!) პირველივე ჯერზე ბიულეტენის დარეგისტრირების შემდეგ, როდესაც თანამშრომელი შემოსვლას დააფიქსირებს სამსახურში, ბიულეტენი ავტომატურად დაიხურება.

img_348.png