SMS შეტყობინება
SMS შეტყობინების ფუნქციონალით შესაძლებელია სასურველი SMS-ის გაგზავნა ყველა თანამშრომელთან.
SMS-ის გასაგზავნად:
- ვირჩევთ ორგანიზაციას
- ვწერთ SMS შეტყობინების ტექსტს
- თანამშრომელს ვფილტრავთ ,,მხოლოდ არჩეულით“ ან ,,გარდა ყველა არჩეულისა“
- შემდეგ ვირჩევთ თანამშრომელს, რომელსაც გვინდა/არ გვინდა, რომ შეტყობინება მიუვიდეს
- სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც გვინდა/არ გვინდა, რომ შეტყობინება მიუვიდეს
- საშტატოს, რომელსაც გვინდა/არ გვინდა, რომ შეტყობინება მიუვიდეს
გაითვლისწინეთ, რომ თანამშრომლები გაფილტროთ ლოგიკური კომბინაციებით. მაგ. თუ აარჩევთ თანამშრომელს და ასევე, ისეთ სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც არ მიეკუთვნება აღნიშნული თანამშრომელი, ამ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს არ მიაქცევს ყურადღებას და პრიორიტეტს მიანიჭებს არჩეულ თანამშრომელს.
სასურველი ფილტრების მონიშვნის შემდეგ „შემდეგ“ ღილაკით გადავდივართ დადასტურების გვერდზე სადაც ჩანს ყველა თანაშრომლის ჩამონათვალი, ვისაც ეგზავნება SMS შეტყობინება. შესაბამისად, გადავამოწმებთ ჩამონათვალს, დავადასტურებთ ან რედაქტირების გვერდზე დავბრუნდებით.